„დარწმუნებული ვარ, რუსეთს ამ და სხვა ქართული დროშების დაბრუნება აუცილებლად მოუწევს“

შს მინისტრის მოდგილის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ე.წ. საზღავრზე არსებულ პრობლემებს, ხელისუფლება იმ მეთოდებით და ბერკეტებით უპირისპირდება, რომლებიც აპრობირებულია და მხარდაჭერილია.

თალაკვაძე აცხადებს, რომ 2008 წელს ძალის გამოყენებას, მსხვერპლი და ტერიტორიების დაკარგვა მოჰყვა, დღევანდელი ხელისუფლება კი ამ შეცდომას არ გაიმეორებს.

„რაც შეეხება დროშის წაღების ფაქტს, მე დარწმუნებული ვარ ამ და სხვა ქართული დროშების დაბრუნება მოუწევს აუცილებლად რუსეთის მხარეს. მაინტერესებს რა უნდა გაეკეთებინა აქ სახელმწიფოს, იმის გარდა რასაც ვაკეთებთ? ცეცხლი უნდა გაეხსნა ამ ადამიანების მისამართით, საბრძოლო მოქმედებები დაეწყო თუ რაკეტებით გვეპასუხა დროშის წაღების ფაქტზე? ჩვენ ხომ უკვე ვნახეთ ამას რა მოყვა 2008 წელს. მოყვა ის, რომ საქართველომ გაიღო კიდევ მეტი მსხვერპი, დაკარგა მეტი ტერიტორიები და ვნახეთ, რომ მილიონობით ზარალი მიადგა ქვეყანას, რომელსაც დღემდე იხდის, გნებავთ განსახლების სფეროში და გნებავთ ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ამ გზაზე ჩვენ ისევ არ წავალთ, ეს მწარე გაკვეთილი გვახსოვს ძალიან კარგად. ამ ტიპის პრობლემებს ჩვენი ხელისუფლება იმ მეთოდებით და ბერკეტებით უპირისპირდება, რომლებიც აპრობირებულია და მხარდაჭერილია თანამეგობრობის მიერ, ესაა დიპლომატია, ეკონომიკური განვითარების პროექტები და მოსახლეობის გაძლიერება ადგილზე, საერთაშორისო თანამეგბრობის მეტი მობილიზაცია და რა თქმა უნდა ჩვენი ადგილის მოპოვება ნატო-სა და ევროკავშირში“, – განაცხადა თალაკვაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ჩართვისას.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვართან ოკუპანტებმა ქართული დროშა ჩამოხსნეს.

banner
წინა სტატიაშიკარგი მინისტრი იცით რას იზამდა? რას ურჩევს ჟურნალისტი პაატა ზაქარეიშვილს
შემდეგი სტატიაევროსაბჭო რუსეთს აფრთხილებს