“დარწმუნებული ვარ, ვახტანგ გომელაური ამ საპასუხისმგებლო საქმეს თავს ღირსეულად გაართმევს”

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ვახტან გომელაურის დანიშვნას მიესალმება.

კახა კალაძის თქმით, ვახტან გომელაური წარმატებული შს მინისტრი იყო და ასევე წარმატებული იქნება ახალ პოსტზე.
“ვახტანგი არის მართლაც ღირსეული ადამიანი, მან შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში ღირსეულად გაართვა თავი თავის მოვალეობას. გულწრფელად ვუსურვებ წარმატებას ჩვენი ხალხის, ქვეყნის გასაძლიერებლად და დარწმუნებული ვარ, ეს ადამიანი ღირსეულად გაართმევს ამ დიდ საპასუხისმგებლო საქმეს თავს”, – განაცხადა კალაძემ
რაც შეეხევა კითხვას, მოიაზრება თუ არა შინაგან საქმეთა მინისტრად გარემოს დაცვის მოქმედი მინისტრი გიგლა აგულაშვილი, ვიცე-პრემიერი აცხადებს, რომ ამის შესახებ არაფერი სმენია.
პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ვახტანგ გომელაურის კანდიდატურა წარადგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საკანონმდებლო ცვლილების შედეგად გამოეყო, რომელიც შსს-ს ორად გაყოფას გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტროში შემდეგი საპოლიციო დანაყოფები რჩება: კრიმინალური პოლიცია, საპატრულო პოლიცია, შს სამინისტროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები, მომსახურების სააგენტო, დაცვის პოლიცია, საგანგებო სიტუაციების სააგენტო.
banner
წინა სტატიაშიშალვა შავგულიძე პროკურატურის რეფორმასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებებს მოითხოვს
შემდეგი სტატიაქუთაისის ციხეში ხუთმა პატიმარმა პროტესტის ნიშნად თვალები და პირი ამოიკერა