დაპირისპირება სოხუმის უნივერსიტეტში, რა შუაშია ტექნიკური უნივერსიტეტი და ქართული უნივერსიტეტი?!

დაპირისპირება სოხუმის უნივერსიტეტში, რა შუაშია ტექნიკური უნივერსიტეტი და ქართული უნივერსიტეტი?!

დაპირისპირება სოხუმის უნივერსიტეტში, რა შუაშია ტექნიკური უნივერსიტეტი და ქართული უნივერსიტეტი?!სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფაკულტეტებზე ახალი დეკანის არჩევნები ტარდება. არ არის გამორიცხული ეს ჩვეულებრივი მოვლენა სკანდალში გადაიზარდოს, მითუმეტეს, რომ წლების განმავლობაში სოხუმის უნივერსიტეტში არსებულმა დაპირისპირებამ „თავი ვერ დამალა“ და სხვადასხვა დროს სხვადასხვა ეტაპზე განხილვის საგნად იქცა და ეს დაპირისპირება დრეს უკვე ახალ ფაზაშია შესული. საქმეში „დამატებით“ კიდევ ორი უნივერსიტეტი „ჩართეს“, ეს კი დიდი ძალაა…
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ის ადამიანები, ვინც წესით საქართველოს მომავალს უნდა ჭედდნენ და ათასობით ახალგაზრდისათვის საჩვენებელ მაგალითად უნდა იყვნენ თავისი ცხოვრების წესით, ისე „საყვარლად“ „ჭამენ“ ერთმანეთს, რომ მათ მაგალითად, აფხაზეთის უნივერსიტეტის სტუდენტებმა, „განათლებული გველები“ შეარქვეს. სტუდენტთა დიდი ნაწილისათვის „სულერთია რა ხდება“ უნივერსიტეტში, ძალიან მცირე ნაწილი უნივერსიტეტის „ძლიერთა ამა ქვეყნისა“ ძალის მორჩილებად იქცნენ, უფრო მცირე ნაწილი კი „დიდი სიამოვნებით“ ადევნებს თვალს სეირს.
დეკანების არჩევნების წინა პერიოდში „თაიმერისთვის“ ცნობილი ხდება, რომ აფხაზეთის უნივერსიტეტში არსებულ დაპირისპირებაში „ახალი სახეები“ გამოჩნდნენ და ეს სახეები, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს „ადგილობრივი“ ცალკეული პირები კი არა, „მოძმე“ უნივერსიტეტების წარმომადგენლები არიან და საქმე მრავალსვლიან კომბინაციას ეხება, ურთიერთმკვეთი კავშირებით და მასში სამი უნივერსიტეტი ფიგურირებს.
მოკლედ, 2014 წლის 17 იანვარს მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა აშორდიამ, ასისტენტ-პროფესორ კერესელიძეს, რომელმაც აშორდია ფაკულტეტის სხდომაზე კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა, საპასუხოდ ჯერ სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენა, შემდეგ კი ჭიქა ესროლა. ბუნებრივია ამ სკანდალს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, იმ პერიოდში არ დარჩა საინფორმაციო საშუალება ვინც თემა არ გააშუქა, ამიტომ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა იძულებული გახდა შეექმნა სპეციალური კომისია რომელიც მომხდარ ფაქტს შეისწავლიდა. კომისიას ხელმძღვანელობს სსუ-ს მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი კვარაცხელია. კომისიაზე დეკანმა აშორდიამ „ქოშები ყარა“, სულ “რექტორის პოლიტიკის გამტარებალი” ვარო იძახა და ბუნებრივია, კომისიამაც ხათრით “ვერ დაადგინა” ესროლა თუ არა დეკანმა პროფესორს ჭიქა და ეს ჭიქა ცარიელი იყო თუ სავსე…
სამწუხაროდ ამით არ დამთავრებულა ყველაფერი. სტუდენტების მიერ შერქმეული თიკუნი გამართლდა და „შიგნით“ არა, მაგრამ „გარეთ“ „დადგინდა“ რომ „განათლებულ გველებს“ გესლიც „მაღალხარისხიანი“ აქვთ. მოკლედ, ისტორიამ განვითარება ჰპოვა და დრეს უკვე ირკვევა, რომ ამ „ვაი-უშველებელში“ პირდაპირ თუ არაპირდაპირ ჩაბმული არიან საქართველოს ტექნიკური და ქართული უნივერსიტეტები. დიახ, არც მეტი არც ნაკლები, ორი უნივერსიტეტის პროფესურა!! ანუ აფხაზეთის უნივერსიტეტის შიდა „დამრტყმელ ძალას“ „გარედან“ ზურგს „მოძმეები“ უმაგრებენ, თუმცა… საქმე ისაა რომ ტექნიკური და ქართული უნივერსიტეტები სოხუმის უნივერსიტეტის „პირად საქმეში“ „ჩართო“ კვარაცხელიამ.

დაპირისპირება სოხუმის უნივერსიტეტში, რა შუაშია ტექნიკური უნივერსიტეტი და ქართული უნივერსიტეტი?!
სამივე უნივერსიტეტთან უშუალო შეხება კვარაცხელიას აქვს, იგი სოხუმის უნივერსიტეტშიც „ცნობადი სახეა“ და ამავდროულად არის სტუ-ს პროფესორი, სტუ-ს გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი და ასევე ლექციებსაც კითხულობს ქართულ უნივერსიტეტში. მოკლედ, ქართულ განათლების სისტემას კვარაცხელია რომ არ ყავდეს, დავიღუპებოდით… ამასობაში, როგორც ამბობენ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს თანხმობით დეკანმა აშორდიამ და სოხუმის უნივერსიტეტის კანცლერმა ახალაიამ „მეორე ფრონტი“ გახსნეს და ბრძოლა წამოიწყეს ქართული უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭოს წინააღმდეგ. ისინი წერენ საჩივრებს, სადაც ითხოვენ სადისერტაციო საბჭოს გაუქმებას. საჩივრების ლეიტმოტივია – საბჭოს წევრების “უპრინციპობა და არაკომპეტენტურობა”, რადგანაც მათ 2012 წელს მაღალი შეფასება მისცეს კერესელიძის სადისერტაციო ნაშრომს და მიანიჭეს ამ უკანასკნელს ინფორმატიკის აკადემიური დოქტორის ხარისხი. ვფიქრობთ განმარტება ზედმეტია, თუმცა მაინც ჩა-ვღრმავდებით და ჩა-ვაზუსტებთ: გამოდის რომ სადისერტაციო საბჭო ერთი კაცის გამო უნდა გაუქმდეს! აი, ზუსტადაც რომ „განათლებულ გველებს“ სხვანაირი შხამი აქვთ, მითუმეტეს, რომ ეპითეტები – “უპრინციპო და არაკომპეტენტური” – წილად ერგო ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს აკადემიკოს არჩილ ფრანგიშვილს, რადგანაც ისიც ამ სადისერტაციო საბჭოს წევრია და კერესელიძის სადისერტაციო ნაშრომს მისცა მაღალი შეფასება. საინტერესო ფაქტია, არა?
პირველი, აშორდია და ახალაია ითხოვს საბჭოს გაუქმებას და ამაში არც არაფერია გასაკვირი თუ ეს იქნება არგუმენტირებული, მაგრამ მათი განცხადებებიდან ჩანს რომ საბჭო ერთი კაცის, კონკრეტულად ერთი ნაშრომის გამო უნდა გაუქმდეს. კარგით, ეს „არაფერი“, მეორე და მთავარი: აშორდია და ახალაია წერენ რომ საბჭოს წევრები არიან „უპრინციპო და არაკომპეტენტურები“ და ამ დროს ხმას არ იღებს ტექნიკური უნივერსიტეტის მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი კვარაცხელია! ბოლოსდაბოლოს ვინ ვინ და მან ხომ ნამდვილად იცის რომ აფხაზეთის უნივერსიტეტში მთავარი პრობლემა პირადი დაპირისპირებაა, რომელიც კრიტიკას (სიმართლის თქმას) მოყვა? კარგით, შეიძლება ვინმემ თქვას რომ კვარაცხელია განზე კი არ „ჩაჩოჩდა“, ამ უბრალოდ არ ერევა საქმეში და წესით არც უნდა ერეოდეს, მაგრამ…
მაგრამ უკანასკნელი მოვლენები გვაფიქრებინებს, რომ ძაღლის თავი სხვაგანაა დამარხული! კერძოდ, სოხუმის უნივერსიტეტში დეკანების არჩევნებია და მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანობა კვლავ სურს აშორდიას და ამ დროს, მის აქტიურ მხარდამჭერ – აგიტატორად გვევლინება კვარაცხელია. ანუ რა გამოდის? შეიძლება თუ არა ვიფიქროთ, რომ ამ ნაბიჯით კვარაცხელიამ ღიად დააფიქსირა თავისი პიროვნული დაპირისპირება ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის არჩილ ფრანგიშვილის მიმართ?!
ანუ, ქრონოლოგიურად ასეა: აშორდიას არ მოეწონა კრიტიკა და პროფესორს პიროვნულად დაუპირისპირდა. პროფესორმა მიუხედავად ამისა, განაგრძო კრიტიკა, აშორდიას საპირისპირო არგუმენტი კი ერთ სიტყვაში – „სისულელეა“ – შემოიფარგლება. ამის შემდეგ, რაკი კერესელიძე „ვერ გააჩერეს“ აშორდია უკვე ითხოვს სადისერტაციო საბჭოს გაუქმებას. არადა, იმ დროს როცა აშორდია „ზემდგომთ“ ამცნობდა კომისიაში არაკომპეტენტური ხალხი ზის, თორემ რითი ავხსნა კერესელიძის პროფესორობაო, კერესელიძე ორმა უცხოურმა წამყვანმა უნივერსიტეტმა მიიწვია და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა პროფესორს მივლინება გამოუწერა…
კარგით, მივყვეთ მოვლენებს: იწერება განცხადებები და საბჭოს გაუქმების მთავარ მიზეზად „არაკომპეტენტურობა და უპრინციპობა“ სახელდება. პროფესორს, რომელიც პრინციპულად არ აცხადებს რომ მსგავსი შეფასება არაა კომპეტენტური და ცდილობს „საქმიდან თავი შორს დაიჭიროს“ რაღაც მომენტში შეიძლება გაუგონ კოლეგებმაც და მეზობლებმაც, მაგრამ საჭირო დროს და საჭირო მომენტში სოროდან მიზნობრივად თუ გამოძვრება, ასეთ სემთხვევაში სათანადო დასკვნა რომ გააკეთოს საზოგადოებამ ალბათ, მას ეს არ უნდა ეწყინოს. როგორც არ უნდა ვეცადოთ ძნელი წარმოსადგენია, რას უნდა ნიშნავდეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მათემატიკის ინსტიტუტის რექტორის ქმედება, როცა ის დემონსტრაციულად გვერდს უმაგრებს (და უმშვენებს) იმ პიროვნებას, რომელიც ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, როგორც მეცნიერის კომპეტენციას ეჭვქვეშ აყენებს. გამოდის რომ კვარაცხელია იზიარებს აშორდია-ახალაიასებრ შეფასებას და მიიჩნევს, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს “უპრინციპო და არაკომპეტენტური” რექტორი ჰყავს?! ამას თავი რომ დავანებოთ ძალიან საინტერესოა თვლის თუ არა კვარაცხელია ფრანგიშვილს, რომელიც მსოფლიო დონის მეცნიერია, აკადემიკოსად? პრინციპში ამ კითხვაზე პასუხი ნათელია…
რატომ დაუპირისპირდა კვარაცხელია სტუ-ს რექტორს, რა პროცესები მიმდინარეობს ამ უნივერსიტეტში? შეიცვალა თუ არა ძალთა ბალანსი და აქედან გამომდინარე, ხომ არ უნდა ველოდოთ უნივერსიტეტებში ძალაუფლების ახალ გადანაწილებას? ვინ არიან ეს „რევოლუციური“ ძალები და რა მიზანს ისახავენ ისინი? მოკლედ კითხვები უფრო მეტია ვიდრე პასუხები!!!

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა მინისტრს პრემიერი რამდენიმე დღეში დაასახელებს
შემდეგი სტატიავახო არის ადამიანი, რომელიც იმსახურებს ჩვენი საზოგადოების ნდობას