დაპირისპირება მევენახეებსა და პოლიციას შორის – დაკავებულია ერთი პირი

ხმაური კახეთში მევენახეების აცქიაზე. სამართალდამცავებმა აქციის ერთი მონაწილე დააკავეს. დაპირისპირება პოლიციასა და მევენახეებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც გლეხებმა გურჯაანი-თბილისის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს. პოლიცია გზის გახსნას ითხოვდა, რასაც აქციის მონაწილეები არ დათანხმდნენ.

მანამდე ყვარელის, ლაგოდეხის და გურჯაანის მევენახებმა ყურძენზე დაწესებული ფასი გამგეობასთან გააპროტესტეს. ამის შემდეგ ბაზართან გადაინაცვლეს.

გლეხები სახელმწიფოს მიერ ყურძენზე დაწესებულ ფასებს აპროტესტებენ და სოფლის მეურნეობის მინისტრის და ბიძინა ივანიშვილის ადგილზე ჩასვლას ითხოვენ. მევენახეები ამბობენ, რომ ყურძენზე რეალური ფასი მათთან შეთანხმებით უნდა დაწესდეს.

banner
წინა სტატიაშილევან თორია: 31 აგვისტოს ზუგდიდში გარდაცვლილი რუზგენ ჩუხუა მოკლულია
შემდეგი სტატია„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მთავრობის ანგარიშის წარდგენასა და განხილვას ითხოვს