დანაშაული, რომელიც პოლიციელის მიმართ იქნა ჩადენილი, სხვა ქვეყნებშიც ხდება

საზოგადოებამ ხელისუფლების არჩევის უფლება დაიბრუნა

ამნისტიის თემა “ნაციონალების” აგორებულია და, როგორ შეიძლება, ვინმეს ეჭვი შეეპაროს, რომ ამნისტიით “ნაციონალური მოძრაობის” დროს დაკავებული უამრავი უდანაშაულო ადამიანი გათავისუფლდა, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.
ივანიშვილის თქმით, დანაშაული, რომელიც პოლიციელის მიმართ იქნა ჩადენილი, სხვა ქვეყნებშიც ხდება.
“ასეთი შემთხვევები ყველა ქვეყანაში ხდება და არ უნდა ვთქვათ, რომ საქართველო ამ მხრივ სპეციფიურია, თუმცა ჩვენ ჩვენსას განვიცდით და ვდარდობთ. ძალიან ცუდი ამბავი მოხდა. ვისარგებლებ შემთხვევით და მივუსამძიმრებ პოლიციელის ოჯახს, მეორე პოლიციელს კი ვუსურვებ გადარჩენას და კარგად ყოფნას”, – განაცხადა ივანიშვილმა.
ყოფილი პრემიერის აზრით, “სამართალდამცველები აბულაძეს ალბათ დააკავებენ”.
“ამნისტიის თემა “ნაცების” აგორებულია, მათ მიერ დაპატიმრებული უამრავი უდანაშაულო ადამიანი გათავისუფლდა და მხოლოდ 6 %-მდე შებრუნდა ციხეში. ეს არის უნიკალური შემთხვევა. ეს ასაბუთებს იმას, რომ აბსოლუტური უმრავლესობა იყო უდანაშაულო, თანაც აბულაძეს მემგონი პირდაპირ არ შეხებია ამნისტია. როგორც ვიცი, “უდო” შეეხო. ამნისტიას თავს ესხმიან და ამას ნუ აყვებით ჟურნალისტები. ეჭვი ეპარება ვინმეს, რომ ბევრი უდანაშაულოდ იჯდა ციხეში? თვითონ ის ფაქტი, რომ “ნაციონალების დროს” დაკავებულებისგან 6 %-ზე მეტს არ ჩაუდენია დანაშაული და უკან არ შებრუნებულა, განა არ ამტკიცებს ირიბად რომ ბევრი უდანაშაულო იყო, ვისაც ამნისტია შეეხო? – როგორ შეიძლება ამნისტიის ეჭვქვეშ დაყენება იმის გამო, რომ რაღაც დანაშაული მოხდა, რომელიც შეიძლება მოხდეს ნებისმიერ შემთხვევაში. ხომ არ შეიძლება ამნისტიამ ამხელა აქცია დაუპირისპირო”, – აღნიშნა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიAmnesty დონბასში მძევლების დახოცვის გამოძიებას ითხოვს
შემდეგი სტატიასპორტის კომიტეტის წევრები ზუსტად 5 წუთი იყვნენ– ბიძინა ივანიშვილი