დამტვრეული ავეჯი და ფიზიკური დაპირისპირება– რას აპროსტესტებენ დევნილები?

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს აჭარა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს შენობაში ამ წუთებში ხმაურია. როგორც “თაიმერს” აცნობეს, დევნილებმა დაამტვრიეს ავეჯი, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს უწყების თანამშრომლებს და ერთმანეთს.

“თაიმერის” ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზი სამმართველოს შენობაში გამოკრული სიებია, სადაც მითითებული იყო იმ დევნილების ნუსხა , რომლებმაც მიიღეს ბინები ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე ახლადაშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში.

შემთხვევის ადგილზე გამოძახებულია საპატრულო პოლიციაც,  თუმცა შენობაში ამ დრომდე ხმაურია და  დაძაბულობის განმუხტვა ვერ ხერხდება.

banner
წინა სტატიაშისერგო რატიანი: მთავრობის დასწრება აუცილებელია
შემდეგი სტატიაწალენჯიხა დღეს–გადახდილი სახურავები, დაზიანებული ავტომანქანები+(ფოტო)