დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები ზუგდიდშიც იმართება

543111124454_1600123716939296_1223961812_nდღეს 26 მაისს, ქალაქ ზუგდიდში ისევე როგორც საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საზეიმოდ აღინიშნება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე . აღნიშნულთან დაკავშირებით დილიდან გადაიკეტა ქალაქის თავისუფლების მოედნისა და ცენტრალური ბულვარის მიმდებარე ტერიტორია, სადაც სამხედრო ტექნიკა და სააგანგებო სიტუაციების სამსახურის სპეცტექნიკა გამოიფინა.

ზუგდიდელები და ქალაქის სტუმრები დილიდანვე გამოვიდნენ დღესასწაულის აღასანიშნავად. როგორც “თაიმერის” კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, პატარების განსაკუთრებულ აღტაცებას სამხედრო ტექნიკა იმსახურებს. დილიდან ზუგდიდში მობილიზებულია სენაკის მეორე ბრიგადიდან შემოყვანილი საბრძოლო ტექნიკა. ამ წუთებში ქუჩებში სახალხო სეირნობა მიმდინარეობს. ადამიანები განსაკუთრებით ინტერსდებიან საბრძოლო ტექნის დათვალიერებით.

ზუგდიდში 26 მაისთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებები საღამოს გალა კონცერტით დასრულდება, რომელშიც მონაწილეობას ჯგუფი “მგზავრები” და ადგილობრივი შემსრულებლები მიიღებენ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, ქართველ ერს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
შემდეგი სტატიარომ არ ყოფილიყვნენ მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია და სხვა ეროვნული გმირები, არავინ იცის, საქართველოს დამოუკიდებლობას როდის მოიპოვებდა