„დამაჯერებელი არგუმენტები შენიშვნებში არ ყოფილა” -თამაზ მეჭიაური პრეზიდენტის შენიშვნებზე

ეს არ არის სამყაროს დასასრული, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება

უმრავლესობის დეპუტატები ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადებიან. უმრავლესობის დეპუტატები პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ შენიშვნებს არ იზიარებენ. ისინი გიორგი მარგველაშვილის შენიშვნების ჩაგდებას და შემდეგ ვეტოს დაძლევას აპირებენ.

„არავითარი დამაჯერებელი არგუმენტები წარმოდგენილ შენიშვნებში არ ყოფილა, თუ რატომ არ უნდა იყოს მეტი დამოუკიდებლობით აღჭურვილი ფინანსური ზედამხედველობის სააგენტო. ვთქვი, ეს შეიძლება წყალგამყოფი გახდეს, რომელიც პოლიტიკურ სპექტრს დაალაგებს და ასეც მოხდა,“ – განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, თამაზ მეჭიაურმა.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ნოდარ ებანოიძე, ამბობს, რომ პრეზიდენტს იმ კანონპროექტზე რომელსაც ვეტო დაადო, შენიშვნები არ გაუკეთებია.

banner
წინა სტატიაშიგია ხუხაშვილი: ღარიბაშვილს აქვს ხოლმე ასეთი კახური გამოვლინებები
შემდეგი სტატიაგიორგი აბაშიშვილი: პარლამენტში პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნებია წარმოდგენილი