დალი ჯონჯუა:”1992 წლის 14 აგვისტოს სულ სხვა მოლოდინი გვქონდა”

1992 წლის 14 აგვისტოს სულ სხვა მოლოდინი გვქონდა

1992 წლის 14 აგვისტოს სულ სხვა მოლოდინი გვქონდა“1992 წლის 14 აგვისტოს სულ სხვა მოლოდინი გვქონდა, ვერავის წარმოგვედგინა, რომ ის დღე ჩვენს “სახლთან”, ჩვენს ბიოგრაფიასთან განშორების დასაწყისი იქნებოდა”–წერს  “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე  აფახაზეთის ომის მონაწილე, ჟურნალისტი დალი ჯონჯუა.

“არადა, როგორ ყველაფრიანად გავიწირეთ, რამდენი გამორჩეული ბიჭის სიცოცხლე გაიწირა, რამდენის- დინჯი და მშვიდი ხასიათი განადგურდა! ნეტავ რას ვემსხვერპლეთ, უნებლიე შეცდომებს თუ “მსოფლიო მამათა” გლობალურ გეგმებს?! ამ ტკივილს, ამნაირ ყოფას, ამ განცდას ყველა გული ხომ ვეღარ უძლებს, მაგრამ მაინც უნდა გავუძლოთ, რადგან სიკვდილს სიცოცხლე ჯობს ჩვენი შვილების, შვილიშვილების, და-ძმების,ერთგული მეგობრებისა და ჩვენი საოცარი ბედისწერის მატარებელი ქვეყნის მომავლის იმედით!”–წერს ჟურნალისტი დალი ჯონჯუა

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი გაეროს საგანგებო სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართავს
შემდეგი სტატიაკონეკტიკუტში ყველა სიკვდილმისჯილს სასჯელი გააუქმეს