დაკავება ქრთამის აღებისთვის

ჯანმრთელობისთვის საშიში შებოლილი თევზის დამზადება-გასაღების ფაქტზე, შპს ,,დონატოს

საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყვარლის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსი სპეციალისტი და ერთი მოქალაქე დააკავა.

როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა მოქალაქისგან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 4506 კვ/მ მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემაში დახმარების გაწევის სანაცვლოდ, ქრთამის სახით, 18 000 აშშ დოლარი მოითხოვეს.

დანაშაულებრივ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც თავისუფლების აღკვეთას 6-დან 11 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიე.წ.ისლამური სახელმწიფო ამერიკელი მძევლის დაღუპვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
შემდეგი სტატიასექს-ორცისტი მღვდელი მრევლს აუპატიურებდა