დაკავება ნარკოტიკის შეძენა-შენახვისთვის-პოლიციამ რამდენიმე სახის ნარკოტიკი ამოიღო

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. წარსულში ნასამართლევი ედუარდ შ. პოლიციამ სამეგრელოში, სოფელ ხობში აიყვანა.

ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, 4 შეკვრად დაფასოებული 80,26295 გრ. ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 15,5231 გრ ჰეროინს შეიცავს. ასევე ამოღებულია მეტადონის შემცველი 5 აბი.

ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად ედუარდ შ-ს ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკების, მარიხუანის და მეტადონის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში“ჩვენი ბიჭები ისევ საქართველოში მშვიდობის დაცვისთვის იღუპებიან“
შემდეგი სტატიასალიტანიო ანჩისხატი საქართველოს დალოცავს