“დაიცავი დედა ენა”-აფხაზთა კრების ორგანიზაციების აქცია 14 აპრილს გაიმართება

10407701_1001579366526927_2335633725613335507_nსოხუმის სეპარატისტული რეჟიმმა გამოაცხადა, რომ 1 სექტემბრიდან ოკუპირებულ გალის რაიონში მთლიანად აიკრძალება ქართულად სწავლება იმ 11 სკოლაშიც, სადაც დღემდე მოსახლეობის და მასწავლებელთა მნიშვნელოვანი ძალისხმევის შედეგად ნახევრადლეგალურად მიმდინარეობდა ქართული საგანმანათლებლო პროგრამებით სწავლება. რუსული გულაგის ადმინისტრაცია საბოლოოდ უსპობს ჩვენს 35 ათას თანამემამულეს საკუთარ ენაზე ურთიერთობისა და სწავლის უფლებას. პირდაპირ იქნა გაცხადებული ოკუპანტის მოზანიც-გალის მოსახლეობის ქართული საგანმანათლებლო სივრციდან, ქართული სახელმწიფოსაგან მოწყვეტა და ე.წ. აფხაზურ-რუსული საგანმანათლებლო პროგრამის იძულებითი დანერგვით მისი სრული რუსიფიკაცია.

პარალელურად გალელებს გაუუქმეს ე.წ. აფხაზური პასპორტები, უდიდესი მორალური და ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ სურთ აიძულონ ისინი უარი თქვან საქართველოს მოქალაქეობაზე და მიიღონ ე.წ. აფხაზეთის მოქალაქეობა. ამ მიზნით გალის რაიონში ჩატარებულ გამოკითხვა თავზარდამცემი აღმოჩნდა ოკუპანტისათვის. გამოკითხულთა 96 %-ზე მეტმა ღიად განაცხადა, რომ არიან საქართველოს მოქალაქეები.

საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია დაიცვას საკუთარი მოქალაქეების უფლებები. მათ შორის, კონსტიტუციური უფლება განათლებაზე. მაგრამ ნაცვლად ამისა, გალელთა დევნა-შევიწროების აღმაშფოთებელ ფაქტებზე ჩვენი ხელისუფლება დუმს, რაც კიდევ უფრო აქეზებს რუს ოკუპანტს.

1978 წელს ქართველმა ერმა მშობლიური ენის დასაცავად უდიდესი სიმტკიცე, ერთსულოვნება და თავგანწირვისათვის მზადყოფნა გამოავლინა. თბილისში გამართული მძლავრი მანიფესტაციის გამო მრისხანე კომუნისტურმა იმპერიამ უკან დაიხია და ქართული ენის სახელმწიფოებრივი სტატუსი შენარჩუნებულ იქნა. დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში გაცილებით უარესი მდგომარეობაა. მტერს სურს ქართული ენის სრულად ამოშანთვა.

უმძიმესი რასობრივი ჩაგვრის ქვეშ მყოფმა გალის ქართველობა არ აპირებს ენისა და მოქალაქეობის დათმობას. ჩვენი თანამოძმეები იმედით შემოგვყურებენ ენგურს გაღმიდან. მათი თანადგომა ყველა ჩვენთაგანის ვალია.
დაიცავი დედა ენა!

აფხაზთა კრების ორგანიზაციების აქცია

(2015 წლის 14 აპრილი, 16. 00 საათი, თბილისი, დედა ენის ბაღი)

banner
წინა სტატიაშიშალვა აბულაძემ პასუხი კანონის სრული სიმკაცრით უნდა აგოს – საპარლემტო უმრავლესობა ეჭვმიტანილის დაკავებას ეხმაურება
შემდეგი სტატიაგუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია