დაზიანებული ასფალტი – „კეთილმოწყობის სამსახური კორუფციაშია ჩართული“- ირაკლი აბესაძე

სააკაშვილმა მრჩეველი საჯაროდ გაანთავისუფლა და პოლიციას ჩააბარა

თბილისის გზებზე არსებული რთული მდგომარეობის შესახებ და მის გამომწვევ მიზეზებზე დღეს საკრებულოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა ისაუბრა. ირაკლი აბესაძე ამბობს, რომ თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახური კორუფციაშია ჩაფლული და ამ გარიგებებში თბილისის მერიც იღებს მონაწილეობას.

ირაკლი აბესაძე ფიქრობს, რომ მერიაში გადაწყვეტილებებს არა ნარმანია, არამედ მისი მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი იღებს. აქედან გამომდინარე ირაკლი აბესაძე ქუმსიშვილს კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის გადაყენებისკენ მოუწოდებს.

„ქალაქის გზების ეს მდგომარეობა მძიმე კორუფციული საქმიანობით არის გამოწვეული, რომელიც არის კეთილმოწყობის სამსახურში. ტენდერებს გამოუცდელი კომპანიები იგებენ, რომლებსაც არც ტექნიკა აქვთ და არც ოფისები. ფაქტია, რომ ამ კორუფციას დავით ნარმანია არის შეგუებული და მონაწილეობს მასში, ჩვენ დღეს მოვითხოვთ რეალური მერისგან რომელიც არის დიმიტრი ქუმსიშვილი, გაანთავისუფლოს კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი,“ – განაცადა ირაკლი აბესაძემ.

banner
წინა სტატიაშიგიგლა ბარამიძე 2011 წლის 26 მაისის მოვლენების დეტალურ გამოძიებას ითხოვს
შემდეგი სტატია,,ოჯახი,, ფილმი რამზან კადიროვზე – სრული ვერსია (VIDEO)