დავით ჯუღელზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძის მხრიდან ზეწოლა განხორციელდა?

კაბელების საქმის მოსამართლე დავით ჯუღელი ზეწოლაზე საუბრობს და თავშესაფარს ითხოვს დღეს, 22:43

gvenetadzeგადაცემა „არჩევანში“ წამყვანმა ხელისუფლების მხრიდან მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტები გააჟღერა.
„რუსთავი2“-ის კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით, ე.წ. კაბელების საქმის მოსამართლე დავით ჯუღელზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძის მხრიდან ზეწოლა განხორციელდა.

„ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ნინო გვენეტაძე ესაუბრა ჯუღელს კაბელების საქმესთან დაკავშირებით და უთხრა მას, რომ ეს სახელმწიფო მნიშვნელობის საქმეა და მან შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს“, – ამბობს წამყვანი.

მისივე თქმით, აღნიშნული შეხვედრის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ ინფორმაცია პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარესაც მიაწოდა.
ამასთან, „რუსთავი 2“-ის წყაროს ინფორმაციით, ჯუღელი ამის შემდეგ იმყოფებოდა იტალიისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოებში და პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა.

იუსტიციის საბჭოს ხელმძღვანელის ლევან მურუსიძის განცხადებით, მისთვის ეს ინფორმაცია ცნობილი არ იყო და ის ამ საქმით დაინტერესდება.

რაც შეეხება მოსამართლეზე ზეწოლის მეორე ფაქტს, წყაროს ინფორმაციით, გიგი უგულავას საქმის მოსამართლეს ლაშა ჩხიკვაძეს თბილისი-რუსთავის გზაზე ავტოავარია მოუვიდა, რომელსაც ადამიანი ემსხვერპლა. ხელისუფლებამ საქმე ჩაფარცხა მოსამართლისგან უგულავას საქმეზე ხელისუფლებისთვის სასურველი გადაწყვეტილების მიღების სანაცვლოდ.

„ავარიას ჰქონდა ადგილი. ისიც ვიცი, რომ მსხვერპლი იყო, მაგრამ ამ საქმეების დაკავშირება არასწორია“, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრმა “თბილისი 2015”-ის სამზადისის შესახებ ანგარიში მოისმინა
შემდეგი სტატიამოსამართლე დავით ჯუღელზე პროკურატურაც ახდენდა ზეწოლას–ნინო გოგუაძე