დავით შავლიაშვილი იყო ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული სფეროს ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული მინისტრი-ლევან თარხნიშვილი

დავით შავლიაშვილი იყო ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული სფეროს ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული მინისტრი, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან თარხნიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, შავლიაშვილს “ნაციონალური მოძრაობა” ერთი წლის განმავლობაში ამხელდა.
“მისი სამინისტროს პასუხისმგებლობის სფეროში შედიოდა ის სფეროები, რომლებშიც ათობით მილიონი საბიუჯეტო თანხები გაიფლანგა. მაგალითად წყლის ინდუსტრია, რომელშიც ორ ნახევარ მილიონამდე თანხა გაიფლანგა და საქართველოს ათობით სოფელში დღეს სასმელი წყალი ან არ არის ან შეზღუდვებით მიეწოდებათ; ასევე, არის გზის საფარის მშენებლობა და სარემონტო სამუშაოები. ესეც არის ის სფერო, სადაც ასობით მილიონი საბიუჯეტო თანხები გაიფლანგა. რეგიონული განვითარების პროექტები და სოფლის პროექტები, რომლებშიც ასობით მილიონი ლარი დაიხარჯა და არაფერი გაკეთებულა.

banner
წინა სტატიაშითბილისიდან ლენტეხისკენ მიმავალი სამგზავრო მიკროავტობუსი გზიდან გადავარდა
შემდეგი სტატიაშეხვედრა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ახალ მინისტრთან