“დავით შავლიაშვილის გადაწყვეტილების მიზეზი არის ის, რომ მას დეკემბერში აღმოაჩნდა საკმაოდ სერიოზული დაავადება”

ვის დაემუქრა ღარიბაშვილი კოალიციიდან გაშვებით

მინდა დავადასტურო, რომ დავით შავლიაშვილი რისკიანი და ეფექტური მენეჯერი იყო, რომელსაც არ უჭირდა გადაწყვეტილების, მათ შორის რთული გადაწყვეტილების მიღება , – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გადადგომის თაობაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას განუცხადა.
პრემიერის განმარტებით, დავით შავლიაშვილს დეკემბერში დაუდგინდა “საკმაოდ სერიოზული დაავადება”, რის შემდეგაც მან გადადგომა რამდენჯერმე ითხოვა.
“დავით შავლიაშვილის გადაწყვეტილების მიზეზი არის ის, რომ მას დეკემბერში აღმოაჩნდა საკმაოდ სერიოზული დაავადება, როგორც ჩანს – თანდაყოლილი. თუმცა სწორედ მაშინ ჰქონდა პირველი შეტევა. იმის მერე, ბოლო ოთხ თვეში ბატონმა დავითმა რამდენჯერმე მომმართა გადადგომის თხოვნით, მაგრამ ვინაიდან საქართველოში იყო რთული ვითარება, გამომდინარე ლარის დევალვაციიდან, ასევე იქედან, რომ მნიშვნელოვანი იყო პირველი კვარტალი წარმატებით დამთავრებულიყო, მე ვთხოვე დარჩენა. მანაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ გადამდგარიყო და პირველი კვარტალი მართლაც წარმატებით დაასრულა. ნამდვილად მინდა დავადასტურო მისი ეფექტიანობა – ის იყო საკმაოდ რისკიანი, ეფექტური მენეჯერი, რომელსაც არ უჭირდა გადაწყვეტილების, მათ შორის რთული გადაწყვეტილების მიღება. აქედან გამომდინარე მიუხედავად იმისა, რომ მე მეწყინა მისი გადაწყვეტილება, ვეღარ დავაძალებდი რომ გაეგრძელებინა მუშაობა. როგორც ჩანს ამ თვეების განმავლობაში გაურთულდა ჯანმრთელობის მდგომარეობა”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიხმელთაშუაზღვის მიგრანტები – ევროკავშირის ახალი ზომები
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: ნაციონალურმა მოძრაობამ მოახდინა გამგეობის მუშაობის პარალიზება