დავით ყიფიანის ქუჩიდან ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩამდე არსებული გზის მონაკვეთი ხვალიდან 15 დღით დაიკეტება

თბილისის მერია სოციალურად დაუცველებისთვის ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირებას მოახდენს

მიწისქვეშა კომუნიკაციების მოძველებული და ამორტიზებული მონაკვეთების რეაბილიტაციის მიზნით, 22 აგვისტოს 10:00 საათზე, დავით ყიფიანის ქუჩიდან ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩამდე არსებული გზის მონაკვეთი 15 დღით დაიკეტება.
თბილისის მერიის ცნობით, წყალსადენის, კანალიზაციის ქსელებისა და სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციას დიდუბის რაიონის გამგეობა და შ.პ.ს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ერთობლივად განახორციელებენ.
მერიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ქუჩაზე სამანქანო და სავალი გზის მონაკვეთზე ასფალტის საფარის კაპიტალურ შეკეთებას დიდუბის რაიონის გამგეობა უზრუნველყოფს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების განმავლობაში აღნიშნული ქუჩა ორ ეტაპად გადაიკეტება: 15 დღით გადაადგილება შეიზღუდება ყიფიანის ქუჩიდან ვახუშტი ბაგრატიონის ხიდამდე, ხოლო მომდევნო 15 დღის განმავლობაში შეიზღუდება დავით ყიფიანის ქუჩა აკაკი წერეთლის გამზირამდე.

banner
წინა სტატიაშიქობულეთის საავადმყოფოში კვებითი ინტოქსიკაციით დღეში 20-25 პაციენტი შედის
შემდეგი სტატიაერთი დოლარის ღირებულება ოფიციალურად 2.3336 ლარი გახდა