დავით უსუფაშვილი: ჩვენ ნატოსგან გვაინტერესებს ინტეგრაციის დაჩქარება და თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება

დავით უსუფაშვილის შეფასებით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება წინამორბედთან შედარებით ნაკლებად ეფექტურია

ჩვენ ნატოსგან გვაინტერესებს ინტეგრაციის დაჩქარება და თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება როგორც პოლიტიკური, ასევე სხვა თვალსაზრისითაც, – ამის თაობაზე ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში დაგეგმილი შეხვედრების მიზნებზე საუბრისას განუცხადა.
“ნატოს შტაბ-ბინაში შეხვედრა მექნება ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან. რაც მთავარია, გამოსვლა მექნება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე, სადაც ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები იქნებიან და საშუალება გვექნება ყველა იმ საკითხზე ვისაუბროთ, რაც ჩვენ ნატოსთან გვაინტერესებს. ჩვენ კი გვაინტერესებს, ინტეგრაციის თემების დაჩქარება და ძალიან კონკრეტული თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება პოლიტიკური თვალსაზრისითაც და სხვა თვალსაზრისითაც. ეს ვიზიტი ამას ემსახურება და ეს გარკვეულწილად გაგრძელებაა – ორი თვის წინ საშუალება მქონდა, ბუდაპეშტში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეისთვის მიმემართა, სადაც შევეცადე წარმომეჩინა პარლამენტის ძალების ხედვები და ახლაც ზუსტად ამას გავაკეთებ, რადგან ნატოში აინტერესებთ ქვეყნის დამოკიდებულებები და განწყობები და არა რომელიმე პარტიის ან თანამდებობის პირის”, – განუცხადა ჟურნალისტებს დავიუთ უსუფაშვილმა.
უსუფაშვილი ბრიუსელში შეხვედრებს ხვალიდან იწყებს.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი: ენთუზიაზმი მომემატა, რომ ევროინტეგრაციის პროცესი კიდევ უფრო სწრაფად წავა
შემდეგი სტატიასასწრაფოდ: ანაკლიაში 17 წლის მოზარდი დაიხრჩო