დავით უსუფაშვილი: ჩვენ გვინდა მოსამართლეები, რომლებიც ყველას უსმენენ, მაგრამ მოქმედებენ საკუთარი გონების და სინდისის კარნახით

პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსასმენად პარლამენტის კარი ღიაა ყველასთვის

ბიუროს სხდომაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ.

დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ მიუხედავად მცდელობისა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სრული ვერსია იყოს გადაგზავნილი საკანონმდებლო ორგანოში, ჯერჯერობით პარლამენტს ეს ვერსია არ აქვს. მისი განმარტებით, სწორედ ასეთი საკითხები აჩენს ეჭვებს და კითხვის ნიშნებს.

„გიგი უგულავა ისეთივე უდანაშაულო, ან დამნაშავეა, როგორც იყო გუშინწინ. საკონსტიტუციო სასამართლოს არ უმსჯელია ვინმეს ბრალეულობაზე. ჩვენ გვინდა მოსამართლეები, რომლებიც ყველას უსმენენ, მაგრამ მოქმედებენ საკუთარი გონების და სინდისის კარნახით,” – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო განაცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4414 ლარი გახდა