დავით უსუფაშვილი: ჩემი აზრით, საგარეჯოს არჩევნებიდან რამდენიმე მკაფიო გზავნილი მივიღეთ „ქართულ ოცნებაში“

გივი თარგამაძის დაკითხვას, პარლამენგის თავმჯდომარეო გამოეხმაურა.

ჩემი აზრით, საგარეჯოს არჩევნებიდან რამდენიმე მკაფიო გზავნილი მივიღეთ „ქართულ ოცნებაში“:

ტელეარხებმა არა თუ შეამცირონ პოლიტიკურ საკითხებზე დებატების დრო, არამედ გაზარდონ
1. ამომრჩეველი რაც უფრო თავისუფალია, მით უფრო მომთხოვნი და არაერთგვაროვანია; ამიტომ, მეტი შრომა, მეტი უშუალო კომუნიკაცია და მეტი პოლიტიკური ინოვაციაა საჭირო მომავალ, კიდევ უფრო თავისუფალ და კონკურენტულ, არჩევნებში წარმატებისთვის.
2. ნაციონალური მოძრაობა აღარ არის ერთადერთი ანგარიშგასაწევი ოპოზიციური ძალა; ამიტომ, მხოლოდ მათთან ოპონირებით მომავალ არჩევნებში ფონს ვეღარ გავალთ და, შესაძლოა, ამით დასახული მიმართულებით ქვეყნის განვითარებაც შევაფერხოთ.
3. ძლიერი კონკურენტი რამდენადაც რთული დასამარცხებელია, იმდენადვე სასურველი სპარინგ-პარტნიორია; ამიტომ, მადლობა ირმა ინაშვილს სასარგებლო „ტესტ-მატჩისთვის“ (მათ შორის, კოალიციის სიმტკიცის ტესტისთვის…).
4. ჩვენი ძალა კოალიციურ ერთობაშია; ამიტომ, ცალკ-ცალკე ნურც ერთ პარტნიორს ნუ გვექნება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში განსაკუთრებული წარმატების ილუზიები.
5. თუ მანამდე თავად ვერ შევიცვლებით, ერთი წლის შემდეგ ამომრჩეველი შეგვცვლის; ამიტომ, დაუყოვნებლივ უნდა შევთანხმდეთ ყველაფერზე და დავიწყოთ იმის კეთება, რაც ვიცით რომ გასაკეთებელი გვაქვს კოალიციაშიც და პარტიებშიც.

banner
წინა სტატიაშითავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელის განცხადებით, გასაგებია, თუ რატომ არ ენდობა ირმა ინაშვილი ქართველ ჯარისკაცებს
შემდეგი სტატიაშსს ქუთაისში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს