დავით უსუფაშვილი ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ხსენებაზე დეპუტატებს მიკროფონს მყისიერად ურთავს-ზურაბ ჯაფარიძე

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ხსენებაზე დეპუტატებს მიკროფონს მყისიერად ურთავს.
როგორც ჟურნალისტებს ჯაფარიძემ განუცხადა, უმცირესობა დღეს, პლენარულ სხდომაზე რეგისტაციის გავლას აპირებდა, თუმცა მას მიკროფონი უსუფაშვილმა შეგნებულად გამოურთო.
„როგორც კი პლენარულ სხდომაზე ივანიშვილის სახელს ახსენებ, უსუფაშვილი მიკროფონს გვირთავს. ჩვენ პროტესტი გამოვხატეთ კახა ნაკანთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს ყველა ომში მონაწილეობდა და რომელიც ღირსეული სამართალმდამცველია. მასზე ციხეში ზეწოლა ხორციელდება და ჩვენ მოვითხოვთ, რომ მასზე მსჯელობა გაიმართოს პარლამენტის შესაბამის კომიტეტში და ის გადაყვანილ იქნას ე.წ. მატროსოვის ციხეში“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშიპარტია დავტოვე ბევრი უსამართლობის გამო და ბიძინა ივანიშვილის ნათლულის ჯოტო სამადაშვილის გამო-ლაშა ცანავა
შემდეგი სტატიახელისუფლება გაცილებით დემოკრატიულია, ვიდრე საზოგადოება-ირაკლი სესიაშვილი