დავით უსუფაშვილი – ქვეყანაში უნდა დამთავრდეს ძალადობა

გივი თარგამაძის დაკითხვას, პარლამენგის თავმჯდომარეო გამოეხმაურა.

ძალადობა ქვეყანაში უნდა დამთავრდეს, თორემ უკან დაგვრჩება ყველა კარზე კაკუნი, ნატო-ზეც და ევროპაზეც, რადგან ნატო-შიც და ევროპაშიც გველიან ცივილიზებულ სახელმწიფოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა “მაესტროს ცხრიანში” სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, ქუჩაში შეხლა-შემოხლით და ძალისმიერი მეთოდებით რიამეს მიღწევა შეუძლებელია.
“მიდა, ყველას კიდევ ერთხელ მკაფიოდ შევახსენო, რომ ასეთი ქმედებები არის მხოლოდ კონტრპროდუქტიული, თუ ვინმე ცდილობს, ამ გზებით და მეთოდებით შეუშალოს ვინმეს ხელი, “ნაციონალური მოძრაობის” რაიმე ღონისძიებას, აქციას ან რაიმე მსვლელობას, ჩათვალოს, რომ ის არის ყველაზე ხელშემწყობი პოლიტიკური ოპონენტის ღონისძიების წარმატებულობის. თავისთავად ძალადობა ქვეყანაში უნდა დამთავრდეს, თორემ ჩვენ უკან დაგვრჩება ყველა კარზე კაკუნი, ნატო-ზეც და ევროპაზეც, ნატო-შიც და ევროპაშიც გველიან ცივილიზებულ სახელმწიფოს. ნატო-ში არ ელოდნენ მხოლოდ “ნაციონალურ მოძრაობას” და ეს იყო მათი შეცდომა, ევროკავშირში არ გველიან მხოლოდ “ქართულ ოცნებას” და ნატო-ში არ გველიან მხოლოდ “ქართულ ოცნებას”, ჩვენ გველიან იქ ყველას, მთელ საზოგადოებას, ჩვენ კარგსაც და ცუდსაც. ყველა ამგვარი მოქმედება ჩვენ გვაშორებს ყველა სანუკვარ მიზანს საერთაშორისო ასპარეზზე, აღარაფერს ვამბობ ჩვენი შიდა ცხოვრების დალაგების, დამშვიდების და პროდუქტიული აღმშენებლობითი საქმის დაწყებაზე”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს
შემდეგი სტატიაგუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია