დავით უსუფაშვილი: საქართველო იქცევა ისე, როგორც ნატოს წევრის ქვეყანა მოიქცეოდა ნატო-სთან ურთიერთობაში

პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსასმენად პარლამენტის კარი ღიაა ყველასთვის

საქართველოში ვიზიტით მყოფმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებმა დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ასამბლეის სხდომა 2017 წელს საქართველოში გაიმართება.
ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის, ტრანსფორმაციისა და განვითარების ქვეკომიტეტის და საქართველო-ნატოს საპარლამენტთაშორისო საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
“ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 2017 წლის შეკრება საქართველოში შედგება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩვენი ქვეყნისთვის. ვემზადებით ამ ღონისძიებისათვის. იმის მიუხედავად, რომ საქართველო ნატო-ს წევრი ქვეყანა არ არის, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებაა, ღონისძიება საქართველოში ჩატარდეს. ეს არის კიდევ ერთი გამოხატულება იმ გადაწყვეტილების ურყეობისა, რასაც საქართველოს ნატოში გაწევრიანება ჰქვია”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
შეხვედრისას საუბარი შეეხო მიმდინარე პროცესებს, საქართველო-ნატო-ს საწვრთნელი ცენტის გახნის დეტალებს, აგრეთვე მომავალ სამიტამდე ნატოსთან ურთიერთობების გაღმავებას.
“შევთანხმდით, რომ საქართველო მოიქცევა და იქცევა ისე, როგორც ნატოს წევრის ქვეყანა მოიქცეოდა ნატო-სთან ურთიერთობაში. ეს არის ჩვენთვის აუცილებელი, რადგან ჩვენი უსაფრთხოება და ქვეყნის დაცვა შემდგომი უბედურებისგან მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი. რაც შეეხება იმ უბედურებებთან გამკლავებას, რაც აქამდე დაგვემართა, ამისთვის აუცილებელია ნატოსთან და ნატოს წევრ ქვეყნებთან მჭიდრო ურთიერთობა – არა იმისთვის, რომ ახალი ომი წამოვიწყოთ სადმე, არა იმისთვის, რომ პრობლემები ახალი მსხვერპლის ფასად გადაწყდეს, არამედ იმისთვის, რომ ყველა საკითხი მშვიდობიანი გზით მოგვარდეს და ქვეყანა იყოს ერთიანი მთლიანი, სტაბილური, რომლის ყველა მოქალაქეს შეეძლება საკუთარი მიზნების მიღწევა”, – აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის არმია 250 ათას ჯარისკაცამდე გაიზრდება
შემდეგი სტატიამეცნიერები: ინსულტი დაბინძურებულ ჰაერს უკავშირდება