დავით უსუფაშვილი: საქართველოს პირველი პირი არის საქართველოს პრეზიდენტი

პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსასმენად პარლამენტის კარი ღიაა ყველასთვის

საქართველოს პირველი პირი, ეს არის საქართველოს პრეზიდენტი, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გადაცემა “პოლიტარტში” დასმულ კითხვას, ვინ არის ქვეყნის პირველი პირი – პრეზიდენტი თუ პრემიერ-მინისტრი.
ამასთან, მისივე თქმით, საქართველოში ყველაზე ძლიერი და პოლიტიკურად გავლენიანი პირი, პრემიერ მინისტრია.
“ქართველებს ერთი სახელმწიფო გვაქვს. სიტყვა “სახელმწიფოს მეთაური” ორს ვერ იტევს. მეთაური ნიშნავს მეთაურს. არც შეიძლება დაისვას კითხვა იმ თვალსაზრისით, თუ ვინ არის სახელმწიფო სისტემაში და სტუქტურაში პირველი პირი – სახელმწიფოს მეთაური, რაც წერია კონსტიტუციაში”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარე იმასაც ამბობს, რომ პირველი პირი ყოველთვის ყველაზე ძლიერ პოლიტიკურ ფიგურას არ ნიშნავს.
“სახელმწიფოებრივ იერარქიაში პირველი პირი ჩვენს შემთხვევაში შეიძლება იყოს პრეზიდენტი, ნიდერლანდების შემთხვევაში – მათი მონარქი, ბრიტანეთში – დედოფალი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინც სახელმწიფოში პირველი პირია, ის არის ყველაზე უფრო ძლევამოსილი ძალაუფლების თვალსაზრისით. საქართველოში არსებულ სისტემაში ყველაზე ძლიერი, პოლიტიკური ძალაუფლების თვალსაზრისით, არის პრემიერ-მინისტრი”, – მიიჩნევს დავით უსუფაშვილი.
ამასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა ისიც, რომ პრემიერ-მინისტრია საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, მთავრობის მეთაური, აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური, რომელიც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების 70%-80%-ს იღებს.

banner
წინა სტატიაშიმძღოლებსა და კომპანია “თბილისის მიკროავტობუსს” შორის კონდიციონერებზე ახალი შეთანხმება შედგა
შემდეგი სტატიამძღოლებს კონდიციონერის ჩართვის ვალდებულება მაშინ ექნებათ, თუ ტემპერატურა 26 გრადუსს გადააჭარბებს