დავით უსუფაშვილი: სამართლებრივი თუ პოლიტიკური სპეკულაციები სრულიად უსაგნოა

პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსასმენად პარლამენტის კარი ღიაა ყველასთვის

“მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს არანაირი ნაკლული, ნახევრად უფლებამოსილი, უუფლებო მთავრობის არსებობას. მოქმედი მთავრობა აღარ არის უფლებამოსილი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შექმნილია ახალი მთავრობა,” – პარლამენტის თავმჯდომარე მთავრობის დამტკიცების პროცედურებს განმარტავს.

მისი თქმით, მთავრობაში თუ შეიცვალა წევრთა 1/3, ეს ნიშნავს, რომ ამ მომენტიდან მკაფიოდ განსაზღვრულ ვადებში უნდა მოხდეს მთავრობის პარლამენტში მისვლა, მისი პროგრამის მოსმენა და კენჭისყრა.

“მთავრობასთან დაკავშირებულ პრობლემაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ვისაუბროთ, თუ მთავრობა მოვიდა და პარლამენტმა მას ნდობა არ გამოუცხადა. ამიტომ ეს სამართლებრივი თუ პოლიტიკური სპეკულაციები არის სრულიად უსაგნო”, – აცხადებს დავით უსუფაშვილი.

banner
წინა სტატიაშიდავით ბაქრაძე: სამთავრობო პროგრამა ძალიან ამბიციური იქნება
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის შემადგენლობას დღეს დაასახელებს