დავით უსუფაშვილი: რეგლამენტიდან ,,ოჯახური მდგომარეობის” ამოღებას პოლიტიკური ელფერი არ უნდა მივცეთ

გივი თარგამაძის დაკითხვას, პარლამენგის თავმჯდომარეო გამოეხმაურა.

პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა რიგგარეშე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, რეგლამენტიდან ,,ოჯახური მდგომარეობის” ამოღების საკითხზე გაამახვილა ყურადღება.
უსუფაშვილის თქმით, გაცდენების დროს დეპუტატები რჩეულები არ უნდა იყვნენ.
“ყველას ოჯახი გვყავს, მაგრამ კარგად დაუფიქრდით, საუბარი რაზეა. შეიძლება ოჯახს გარეთ ისეთი მდგომარეობა იყოს, რომ ოჯახზე უფრო მეტად იქ ყოფნა გიწევდეს. კანონში ეს მექანიზმია. პარლამენტის წევრს თვეში 27 დღე შეგვიძლია ვაკეთოთ რაც გვინდა, დარჩენილი ოთხი დღიდან კი ერთი დღის გაცდენა კიდევ შეგვიძლია. სხდომათა დარბაზში თანამშრომლები სხედან და სახლში ამათ ჭირი და ლხინი არ აქვთ? ესენი ჩვენგან განსხვავებით, ამ რეჟიმში სამი დღე კი არა, 26 დღე უნდა იყვნენ. ოჯახური და ადამიანური თვალსაზრისით, რომელიმე საჯარო მოხელეზე მეტი რითი ვართ?! მათგან განსხვავებული იმიტომ ვართ, რომ ხალხის რჩეული ვართ და ეს იმაში უნდა გამოიხატოს, რომ მეტი ვიმუშაოთ. ამ თემებზე საუბარი უბრალოდ სირცხვილია. ამ საკითხისთვის პოლიტიკური ელფერის მიცემა აბსოლიტურად დაუსაბუთებელია. რადგან რჩეულები ვართ, ამ საკითხში განსაკუთრებულად რჩეულები არ უნდა ვიყოთ. ჩემი მიცვალებული ასე ღირდეს და სხვისი არ ღირდეს? – საქმე აქამდე მიდის”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე: ყირიმი რუსეთს ეკუთვნის და უკრაინის ვერასდროს გახდება
შემდეგი სტატიამიხეილ ძაძამია: ჩემი იქ არყოფნა განპირობებული იყო ზურაბ ჟვანიას დაჟინებული თხოვნით