დავით უსუფაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ სპეკულაციები ამ ტიპის საქმეებზე რაც შეიძლება მალე დასრულდეს

პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსასმენად პარლამენტის კარი ღიაა ყველასთვის

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას საქმეზე სპეკულაციები რაც შეიძლება მალე დასრულდეს.

“ძალიან მნიშვნელოვანია ყველა საქმის დროული გახსნა ან იმის თქმა, რომ ესა თუ ის საქმე ახლა ვერ იხსნება ან კიდევ იმის თქმა, რომ არაფერია გასახსნელი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სპეკულაციები ამ ტიპის საქმეებზე რაც შეიძლება მალე დასრულდეს. დიახ, არის რთული საქმეები, რომელთა გამოძიებას სჭირდება წლები, მაგრამ მე ვისურვებდი, რომ თუ დრო არის საჭირო რაიმეს გასარკვევად, ამ დროის განმავლობაში იყოს რაც შეიძლება ნაკლები სპეკულაცია, იყოს რაც შეიძლება ნაკლები დებატები, რომელიც ჩრდილს აყენებს ბევრ ადამიანს, რომელიც არის ძალიან მტკივნეული და რთული გადასატანი გარდაცვლილის, მოკლულის, თუ დაზარალებულის ახლობლებისთვის. ზოგადად მე ვისურვებდი, რომ ეს პროცესები იყოს მეტად მართლმსაჯულების ჩარჩოებში და ნაკლებად ხდებოდეს მისი გატანა სხვაგან გასარჩევად”, – აღნიშნა უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიცვალებადი ევროპა და შერეკილი ორბანი
შემდეგი სტატიაგოგლა ჟვანიას თქმით, გამათბობელი, საიდანაც გამოძიების ვერსიით, ნახშირჟანგმა გაჟონა, არ მუშაობდა