დავით უსუფაშვილი მთავრობის ანგარიშზე – სრულიად ცხადია, რომ მთავრობის მხრიდან ვადები დაირღვა

პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსასმენად პარლამენტის კარი ღიაა ყველასთვის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, მთავრობამ პარლამენტს სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიში რეგლამენტით დადგენილი ვადების დარღვევით წარუდგინა.
მთავრობის მისამართით საყვედური უსუფაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გამოხატა, სადაც აღნიშნული დოკუმენტი განსახილველად საპარლამენტო კომიტეტებს გადაეცა.
“რეგლამენტით, ანგარიშის წარმოდგენა გათვალისწინებულია სესიის პირველი კვირის განმავლობაში. ჩვენი პირველი კვირა 4 სექტემბერს დასრულდა. მთავრობის ანგარიშს ჩვენ 4 სექტემბრამდე ველოდით. შემოვიდა 11 სექტემბერს. ასე რომ, მინდა საქართველოს მთავრობამ გაითვალისწინოს – დავიცვათ ვადები. ეს დარღვევა არის სრულიად ცხადი. ამასობაში, იმ ტიპის დარღვევა არ არის, რომ სანქციებზე ვიმსჯელოთ, მაგრამ კომიტეტებში ანგარიშის განხილვის დროს ამ თემაზეც ყურადღება იქნება გამახვილებული”, – განაცხადა უსუფაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.
ბიუროს გადაწყვეტილებით, მთავრობის ანგარიში განსახილველად კომიტეტებს გადაეცა და მათ განხილვისთვის ვადა 15 ოქტომბრამდე მიეცათ.

banner
წინა სტატიაშიავსტრალიის მთავრობის ორმა მნიშვნელოვანმა წევრმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ტონი ებოტის თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვა
შემდეგი სტატიაპოროშენკომ კიდევ ერთხელ ითხოვა იარაღი