დავით უსუფაშვილი კიევში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

გივი თარგამაძის დაკითხვას, პარლამენგის თავმჯდომარეო გამოეხმაურა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში დაიწყო. დავით უსუფაშვილი 2 დღიანი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრას უკრაინის რადას თავმჯდომარესთან და პრემიერ-მინისტრთან გამართავს.

გარდა ამისა დაგეგმილია გაფართოებული შეხვედრებიც.

დავით უსუფაშვილთან ერთად კიევში იმყოფებიან საქართველოს პარლამენტის დეპუტატები. როგორც მათ “კურიერთან” საუბრისას განაცხადეს შეხვედრებზე განხილული იქნება საქართველო უკრაინის ევროპული მომავალი და ის საფრთხეები, რაც ორ ქვეყანას რუსეთისგან ემუქრება.

“წინ არის რიგის სამიტი. ამაზე ვისმჯელებთ. ვისაუბრებთ იმ პრობლემებზე, რაც ორ ქვეყანას საერთო გვაქვს,” – განაცხადა დეპუტატმა თინა ხიდაშელმა.

დილიდან ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაციის წევრებმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ჰოლოდომორის მემორიალი მოინახულეს და პატივი მიაგეს დაღუპულ ადამიანთა ხსოვნას.

banner
წინა სტატიაში“გურჯაანის გამგეობაში ნეპოტიზმი და კორუფციაა,”- ირმა ნადირაშვილი
შემდეგი სტატიაშალვა აბულაძის დაკითხვა დაიწყო