დავით უსუფაშვილი: „ეროვნული ბანკის შესახებ“ ისეთ კანონს მივიღებთ, რომელსაც ყველას მხარდაჭერა და გაგება ექნება

პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსასმენად პარლამენტის კარი ღიაა ყველასთვის

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ირწმუნება, რომ „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებული ტექსტი მნიშვნელოვნად განსხვავებულია იმისგან, რაც თავდაპირველად იყო ინიცირებული. უსუფაშვილის განმარტებით, განხილვის პროცესში, ბევრი რეკომენდაციის გათვალისწინება მოხდა, მათ შორის საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების.

“პარლამენტი არც ამ და არც სხვა კანონს ისე არ მიიღებს, რომ გათვალისწინებული და გააზრებული არ იყოს ყველა დასაბუთებული შენიშვნა და მოსაზრება. ცხადია, ამ სფეროში როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მოსაზრებები ძალიან მნიშვმელოვანია. დარწმუნებული ვარ, ისეთ კანონს მივიღებთ, რომელსაც ყველას მხარდაჭერა და გაგება ექნება“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმთავრობა ქართულ ტელევიზიებს მილიონ 73 ათას ლარს უკან უბრუნებს
შემდეგი სტატიათაკო ჩარკვიანი:”ველდოები, რომ ბიძინა ივანიშვილმა “გაყვინიზებული” ადამიანები დაიფრინოს!