დავით უსუფაშვილი: ევროკავშირთან ინტეგრაციის პოლიტიკის გადახედვას არავინ აპირებს

გივი თარგამაძის დაკითხვას, პარლამენგის თავმჯდომარეო გამოეხმაურა.

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველო ევროპული გზიდან გადახედვას არ აპირებს. მისივე თქმით, ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება გაგრძელდება.

დავით უსუფაშვილი ევროკავშირის უმაღლესი კომისარის საერთაშორისო საქმეებსა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინის და საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირთან იურიდიული დოკუმენტი აკავშირებს, რომლის შესრულებასაც ორივე მხარე ცდილობს.

“ყველას შევახსენებ, ვინც ამ ამბავმა შეაშფოთა, რომ საქართველოს ევროკავშირთან აკავშირებს იურიდიული დოკუმენტი, მას ჰქვია ასოცირების ხელშეკრულება და იმ შეთანხმებაში რაც წერია, ცხადია, ის შესრულდება როგორც ჩვენი ასევე ევროპის მხრიდან. ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება, ეს არის სწორედ ის გზა, რაზეც ჩვენ შევუთანხმდით ევროკავშირს რაც გაგრძელდება, რომლის შეცვლას და გადახედვას არავინ აპირებს”,-განაცხადა უსუფაშვილმა.

საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის განცხადებით, იმ ქვეყნებს, რომლებსაც ევროკავშირის წევრობა უნდათ, ამ ეტაპზე უარი უნდა ეთქვათ.

banner
წინა სტატიაშივახტანგ გომელაური: ირაკლი გედენიძის ცემის ფაქტი რომ ვნახე, ძალიან შევშფოთდი
შემდეგი სტატიაპაატა ჯაჭვლიანი შესაძლოა მერიის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნოს