დავით უსუფაშვილი – დიახ, ოპოზიციას აქვს საპროცედურო ომების ბერკეტები და ამას გამოიყენებს

გივი თარგამაძის დაკითხვას, პარლამენგის თავმჯდომარეო გამოეხმაურა.

ოპოზიციას საპროცედურო ბერკეტების გამოყენების უფლება აქვს, – აღნიშნული განცხადება პარლამენტის სხდომაზე დავით უსუფაშვილმა გააკეთა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ თვალსაზრისით პარლამენტის რეგლამენტში არაფერი იცვლება .
აქვე პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ყველას აქვს უფლება, ამ თემაზე განსხვავებული მოსაზრება ჰქონდეს. “ჩემი მოსაზრება არის ის, რომ დიახ, ოპოზიციას აქვს საპროცედურო ომების ბერკეტები და ამას გამოიყენებს. ყველა იპოზიციამ ეს უნდა იცოდეს. კარგია უმრავლესობამაც ვისწავლოთ ეს ამბავი – გამოგვადგება მომავალში. გვეცოდინება, რომ ეს მნიშვნელოვანი ამბებია. ამასობაში, დღევანდელი ოპოზიციაც მოდის გარკვეულ ჩარჩოებში, თუ რას ნიშნავს იყო ოპოზიციაში”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის რეგლამენტში დადგემილი ცვლილებების განხილვისას, უმრავლესობის რამდენიმე წარმომადგენელმა გამოთქვა მოსაზრება, რომ სანქცია უნდა დაწესდეს იმ დეპუტატებზე, რომლებიც სხდომათა დარბაზში იმყოფებიან, მაგრამ რეგისტრაციას არ გადიან და კენჭისყრებში არ მონაწილეობენ. მათი შეფასებით, ეს საბოტაჟია.

banner
წინა სტატიაშიდევნილთა სამინისტრო “ნიუ კონსტრაქშენის” დირექტორის და სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ეხმაურება
შემდეგი სტატიაანტიკორუფციულ საბჭოზე ვიზალიბერალიზაციის რეკომენდაციების შესრულების პროცესი შეაფასეს