დავით უსუფაშვილი – დაგეგმილ საკადრო ცვლილებებში პარლამენტის გადაყენებები არ მიგულისხმია

დავით უსუფაშვილის შეფასებით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება წინამორბედთან შედარებით ნაკლებად ეფექტურია

პარლამენტში საგაზაფხულო სესიაზე დაგეგმილ საკადრო ცვლილებებში სამთავრობო ცვლილებები ან პარლამენტში გადაყენებები არ მიგულისხმია, – აღნიშნული განცხადება “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გააკეთა.

“ჩემი დღევანდელი კომენტარი, რომ კომენტარს არ ვაკეთებ არც საკადრო, არც პოლიტიკურ საკითხზე, მედიამ ათასნაირად თარგმნა. როდესაც კომენტარები და კომენტარებზე კომენტარები ვნახე, დავიბენი, თუ როგორი ქარიშხალი გამომიწვევია სრულიად მარტივი განცხადებით. პარლამენტში ბევრი კანონპროექტი უკვე წარმოებაშია. რა თქმა უნდა, იქნება პოლიტიკური მოვლენები დღის წესრიგში – ბევრი საკითხია, რომელზეც დებატები იქნება, პარლამენტში იქნება პრეზიდენტის გამოსვლა, იქნება მთავრობის მოსვლა. რაც შეეხება საკადრო საკითხებს, თებერვალ-მარტში ასარჩევია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, მას შემდეგ რაც კანდიდატს პრეზიდენტი დაასახელებს, უზენაეს სასამართლოში ჩნდება ორი ვაკანტური თანამდებობა, ვაკანტური ადგილები ჩნდება მარეგულირებელ კომისიაში და იქ იქნება დასანიშნი პირები, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან დაკავშირებით შემოსულია განაცხადება. რაიმე სხვა ქვეტექსტი, რომ საკარო ცვლილებები მთავრობაში ცვლილებებს ან პარლამენტში გადაყენებებს შეეხება, არ მიგულისხმია”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიუმრის მერი – არ არის საჭირო რუსეთ-სომხეთს შორის ურთიერთობის დაძაბვა
შემდეგი სტატიაგუგული მაღრაძე: არ გვინდა შევქმნათ კანონი და ადამიანებმა იფიქრონ როგორ აუარონ მას გვერდი