დავით უსუფაშვილი: გვაქვს ინტერესი, რომ მოსახლეობა არ მცირდებოდეს

პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსასმენად პარლამენტის კარი ღიაა ყველასთვის

გლობალიზაციის ეპოქაში საქართველოს მოქალაქეების თავისუფლად გადაადგილებას ხელს ვერ შევუშლით, მაგრამ გვაქვს იმის ინტერესი, რომ მოსახლეობა არ მცირდებოდეს“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა, სადაც მიმდინარეობს შეხვედრა „მიგრაციული პროცესები საქართველოში: პრობლემები, გამოწვევები, შესაძლებლობები“. უსუფაშვილის თქმით, ბოლოს 20 წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა მილიონ ნახევარზე მეტით შემცირდა, რასაც განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მზრუნველობა.
“საქართველოსთვის, რომელიც მოსახლეობის მიხედვით მცირერიცხოვან ქვეყანათა რიცხვს მიეკუთვნება, ჩვენი მოქალაქეების ბედი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მოქალაქეებისა, რომელიც სხვა ქვეყნებში გადიან, იქ ცხოვრობენ, შემდეგ მალე ბრუნდებიან ან არ ბრუნდებიან, კონსტიტუციაში წერია, რომ საქართველოს სახელმწიფო მფარველობს თავის მოქალაქეს ადგილსამყოფელის მიუხედავად. ამიტომ არის ბევრი თემა, თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს ურთიერთობა საქართველოს სახელმწიფოსა და მის მოქალაქეს შორის იმ შემთხვევაში, როცა მოქალაქეები საკუთარ ქვეყანას ტოვებენ. გლობალიზაციის ეპოქაში ჩვენ ხელს ვერ შევუშლით, რომ საქართველოს მოქალაქეები თავისუფლად გადაადგილდებოდნენ, მაგრამ გვაქვს ინტერესი იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობა არ მცირდებოდეს. ბოლო აღწერის მონაცემებით, ბოლო ოცი წლის განმავლობაში მილიონნახევარზე მეტი მცხოვრებელი აღარ ცხოვრობს საქართველოში. ეს ის ციფრია, რომელიც განსაკუთრებულ სახელმწიფოებრივ მზრუნველობას ითხოვს”, – აცხადებს დავით უსუფაშვილი.

banner
წინა სტატიაშიგირგვლიანის საქმის მოსამართლე ირაკლი ადეიშვილის უფლებამოსილება აღარ განუახლდა
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს ყურბან-ბაირამს ულოცავს