დავით უსუფაშვილი გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნად რუსეთის როტაციის პრინციპით არჩევას გამოეხმაურა

დავით უსუფაშვილის შეფასებით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება წინამორბედთან შედარებით ნაკლებად ეფექტურია

ნიუ იორკში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნად რუსეთის როტაციის პრინციპით არჩევას გამოეხმაურა.
„მოგეხსენებათ, უშიშროების საბჭო ეს არის კოლექტიური ორგანო. უშიშროების საბჭოში პრობლემა ის არის, რომ რუსეთი ვეტოს უფლებით სარგებლობს მაშინაც, როდესაც არ არის თავმჯდომარე ქვეყანა და მაშინაც, როდესაც არის თავმჯდომარე ქვეყანა. ეს სულ ერთთვიანი პროცედურაა. აქ წესი ასეთია, უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნები ერთი თვის განმავლობაში ხდებიან თავმჯდომარე ქვეყანა, მაგრამ ეს არ არის რაიმე დამატებითი უფლებები ამ შემთხვევაში რუსეთისთვის, ეს არის უბრალოდ სხდომის წამყვანის ფუნქცია და გარკვეული საორგანიზაციო საქმეების შესრულების ფუნქცია. ასე რომ ეს არანაირ, არც დადებით და არც უარყოფით გავლენას უშიშროების საბჭოს მუშაობაზე, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში არ მოახდენს”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაფინანსო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელად, შვიდი წლის ვადით, “ბიძინა ივანიშვილის პაჟი დაინიშნება”
შემდეგი სტატიალას-ვეგასში დადგეს 200 კილოგრამიანი “ბიჭი, რომელიც შარდავს”