დავით უსუფაშვილი – აფხაზური ენის მოვლა-პატრონობა მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებითაც ბევრი რამ გაკეთდება

გივი თარგამაძის დაკითხვას, პარლამენგის თავმჯდომარეო გამოეხმაურა.

არ უნდა დაგვავიწყდეს, კონსტიტუციის მიხედვით, ქართული ენის გარდა, აფხაზეთის ტერიტორიაზე სახელმწიფო ენად აფხაზური ენაა აღიარებული , – ამის თაობაზე ჟურნალისტებთან საუბრისას დავით უსუფაშვილმა აღნიშნა.
უსუფაშვილის თქმით, აფხაზური ენის მოვლა-პატრონობა ასევე მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებითაც ბევრი რამ გაკეთდება.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, სახელმწიფო ენის დაცვისთვის მნიშვნელოვანია მეტი შედეგების მიღება.
“რამდენიმე ცენტრია მსოფლიოში. მაგალითად, გოეთეს სახელობის ფრანკფურტის უნივერსიტეტის წარმომადგენლები გვესწრებიან, სადაც ქართული ენის ერთი დიდი სეგმენტი დამუშავდა. სულ ცოტა ხანში საქართველოში ჰარვარდის უნივერსისტეტის წარმომადგენლები ჩამოფრინდებიან და პრაქტიკულად ძალიან ახლოს ვართ იმასთან, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტში ქართველოლოგიის ცენტრი გაიხსნას, რომელშიც კიდევ ერთი სერიოზული კერა გაჩნდება ქართული ენის შესწავლით დაინტერესებული პირებისთვის. ასევე ჩვენ მოგვეცემა საშუალება მეცნიერულ დონეზე, მაღალპრესტიჟული უნივერსიტეტების დონეზე ქართული ენის და კულტურის გატანა მოვახერხოთ. აქ მუშაობა ბევრი მხრიდან არის საჭირო, სახელმწიფოს მხრიდან, ქართველი მეცენატების მხრიდან. დარწმუნებული ვარ, ეს გაკეთდება. ეს არის საქართველოს პარლამენტის და ხელისუფლების პრიორიტეტი და ამას ვაკეთებთ დღეს”, – განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, პარლამენტის ეგიდით არსებულმა საქართველოს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ქართველ და უცხოელ მეცნიერებს ბიბლიოთეკის რესურსი შესთავაზა.
საქართველოს პარლამენტი კონფერენციას – “ენა და თანამედროვე ტექნოლოგიები” მასპინძლობს. ღონისძიებაში ქართველი და უცხოელი ენათმეცნიერები იღებენ მონაწილეობას.
კონფერენცია-სემინარი 15 სექტემბრამდე გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი ჩინელ კოლეგას შეხვდა
შემდეგი სტატია,,როდესაც საქართველოს კანონმდებლობას კითხულობთ, ენობრივი თვალსაზრისით ძალიან ბევრ ხარვეზს ნახულობთ”