დავით უსუფაშვილის შეფასებით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება წინამორბედთან შედარებით ნაკლებად ეფექტურია

პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსასმენად პარლამენტის კარი ღიაა ყველასთვის

დავით უსუფაშვილის შეფასებით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება წინამორბედთან შედარებით ნაკლებად ეფექტურიადავით უსუფაშვილის შეფასებით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება წინამორბედთან შედარებით ნაკლებად ეფექტურია, – ამის შესახებ უსუფაშვილმა სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში” მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა და როგორც განმარტა, ეს იმიტომ ხდება, რომ დღევანდელი ხელისუფლების მიზანია, სახელმწიფოსა და სახელმწიფო ინსტიტუციების მშენებლობა-განვითარება და არა სახელისუფლო სისტემის გამაგრება, რასაც წინა ხელისუფლება აკეთებდა.
უსუფაშვილმა ამ კონტექსტში ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოქმედი ხელისუფლება აშენებს სახელმწიფოს და არა საკუთარი ძალაუფლების სისტემას.
“ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები, რომლებიც რამდენიმე წლის წინ მმართველ ძალას წარმოადგენდნენ, ამბობდნენ რომ მიმდინარეობდა სახელმწიფოს მშენებლობის დიდებული პროცესი. გარკვეული შეცდომები, ხარვეზები, პრობლემები თითქოსდა ჩრდილში იყო იმიტომ, რომ სახელმწიფოს მშენებლობის უფრო მნიშვნელოვანი პროცესს ჰქონდა ადგილი. პრობლემა იყო ის, რომ სახელმწიფოს მშენებლობის პროცესი და სახელისუფლებო სისტემის შენება ერთმანეთში აირია. სახელმწიფოს მშენებლობის პროცესი არის სხვა და ხელისუფლების შექმნის პროცესი – სხვა. წინა ხელისუფლებამ წარმატებით სახელისუფლებო სისტემა შექმნა”, – განაცხადა უსუფაშვილმა კონფერენციაზე და აქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ წინამორბედისაგან განსხვავებით დღევანდელი ხელისუფლების ამოცანა სწორედ სახელმწიფოს მშენებლობაა.
როგორც ამ კონტექსტში პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, უკეთესია მოსამართლეებმა დაუშვან შეცდომები, ვიდრე მათ გარედან მითითება მიეცეთ და ამით იყოს უზრუნველყოფილი, რომ არ დაუშვან შეცდომები. მან ისიც აღნიშნა, რომ შესაძლოა დღევანდელი ადგილობრივი მთავრობა და არჩეული მერი კარგად მომზადებული და ეფექტური არ არის, როგორიც იყო წინა, როცა მითითებებს ცენტრიდან იღებდა. მაგრამ, მისივე თქმით, თუკი ადგილობრივ ორგანოებს თავისუფლება და შეცდომების დაშვების შესაძლებობა არ მიეცა, მართვას ვერ ისწავლიან.

banner
წინა სტატიაშიგერმანიამ საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა
შემდეგი სტატიაგივი თარგამაძის დაკითხვას პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა