დავით სერგეენკო: ოპონენტებს ვთხოვ არ არის საჭირო ნეგატოფილიის გამოვლენა

“ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, თბილისში სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების გათავისუფლება იგეგმება. ზურაბ ჭიაბერაშვილმა მედიას სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მიერ გამოცემული ბრძანება წარუდგინა. 30 სექტემბრით დათარიღებულ დოკუმენტში ზაზა სოფრომაძე მოითხოვს დაიწყოს დასაქმებულთა რაოდენობის შემცირება.

ოპოზიციის ბრალდებებს დღეს ჯანდაცვის მინისტრმა უპასუხა და მათ პროცესის მონიტორინგში აქტიურობისაკენ მოუწოდა.

„ეს ცვლილებები მიმართულია იმისაკენ, რომ მაქსიმალურად სამართლიანად და გამჭვირვალედ მოხდეს სოციალური დახმარებების მიწოდება. მე ვცდილობ ყოველთვის, რომ ოპონენტებს არ შევეხო, მაგრამ უნდა ვუთხრა ოპონენტებს ვთხოვ, რომ არ არის საჭირო ნეგატოფილიის ასეთი აგრესიული გამოვლენა,“ – აცხადებს დავით სერგეენკო.

banner
წინა სტატიაშიპაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში მოსვლას ლაშა თაბუკაშვილთან და ვანო მაჭავრიანთან ერთად აპირებს ?
შემდეგი სტატიაფატუ ბენსუდა: აგვისტოს ომის საქმეში სააკაშვილზე, პუტინსა და კოკოითზე საუბარი საერთოდ არ არის