დავით სერგეენკო – მთავრობა, როგორც ერთიანი ჯგუფი, მუშაობას აგრძელებს

მთავრობა მუშაობას აგრძელებს, როგორც ერთიანი ჯგუფი, – ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ შესაძლო სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის კომენტირებისას განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, არანაირ დაპირისპირებაზე საუბარი არ არის.
“შემიძლია ცალსახად დავადასტურო, რომ არანაირ დაპირისპირებაზე არ არის საუბარი. მთავრობა აგრძელებს მუშაობას, როგორც ერთიანი ჯგუფი. რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებებს, ჩემთვის უცნობია, რომ ასეთი კონსულტაციები მიმდინარეობდეს”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
რაც შეეხება ექსპერტების ნაწილის მოსაზრებას, რომ შესაძლოა ცვლილებები სექტემბერში დაიწყოს, მინისტრმა აღნიშნა, რომ ექსპერტების აზრი ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ექსპერტების შემადგენლობაში შეხედულებები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება, რაც სერგეენკოს შეფასებით, კარგი და ნორმალურია.
გუშინ მოსალოდნელი სამთავრობო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ში შესაძლებელი ანატურალიზაციით მოქალაქეობის მიღება აიკრძალოს
შემდეგი სტატიაკომენტატორი დავით მინაშვილი “საზოგადოებრივ მაუწყებელზე” პირდაპირ რეპორტაჟებს აღარ წაიყვანს