დავით სერგეენკო: გული დამწყდა პრეზიდენტის არყოფნის გამო

რატომ არ იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი ახალგაზრული ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე, ამ თემაზე დღეს განცხადებები მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებმაც გააკეთეს.

ჟურნალისტებთან საუბრის დროს მინისტრები ამბობენ, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესახებ.

“არ ვიცი, ეს საქართველოს პრეზიდენტს უნდა კითხოთ,” – აცხადებს თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი.

ჯანდაცვის მინისტრი კი ამბობს, რომ ღონისძიება ძალიან მოეწონა, ხოლო პრეზიდენტის არყოფნამ გული დასწყვიტა.

“არ ვფლობ ინფორმაციას. გული დამწყდა, რომ პრეზიდენტი არ იყო. მე, პირადად, ძალიან ვისიამოვნე გუშინ იმ სანახაობით,” – აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო.

banner
წინა სტატიაშიგიგი წერეთელი: არათუ მოქმედი, ყოფილი პრეზიდენტი და თბილისის მერიც უნდა დასწრებოდნენ ოლიმპიადის გახნას
შემდეგი სტატია“გარკვეული სხვა მიზეზები იყო, მაგრამ რა, არ ვიცი”- დავით საგანელიძე ოლიმპიადის გახსნისას პრეზიდენტის არყოფნაზე