დავით სერგეენკოს კომენტარი ნინო შუბლაძის ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ნინო შუბლაძე მის მრჩევლად მუშაობას გუშინ შეუდგა. ამის შესახებ დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ნინო შუბლაძე მინისტრის მრჩევლად გუშინ დაინიშნა. ის მუშაობას უკვე შეუდგა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნინო შუბლაძე საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში იქნება მინისტრის მრჩეველი.

ნინო შუბლაძე რამდენიმე წლის განმავლობაში ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში მუშაობდა. ის იყო საინფორმაციო სამსახურის უფროსი და გენერალური დირექტორის მოადგილე. მან ტელეკომპანია გასულ წელს დატოვა.

banner
წინა სტატიაში“სახელმწიფო რომ არ ჩაერიოს, ეს იქნება დანაშაული და პრობლემა” – კახი კალაძე ფეხბურთის ფედერაციაზე
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: კანონი, რომელიც ეროვნული ბანკის შესახებ მივიღეთ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია