დავით სერგეენკოს დღეს პარლამენტში ელოდებიან

პარლამენტში დღეს ჯანდაცვის მინისტრი მივა. დავით სერგეენკოს მოსმენა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში იგეგმება.
არსებული ინფორმაციით, მინისტრი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროს პრიორიტეტებზე, სამომავლოდ დაგეგმილ აქტივობებზე და საქართველოში C-ჰეპატიტის ელიმინაციისა და მკურნალობის სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობასთან დაკავშირებით აპირებს საუბარს.
კომიტეტის სხდომა 13:00 საათისთვის არის დანიშნული.

banner
წინა სტატიაში“აფეთქება ადგილობრივ ორგანიზაციებში არის დღეების ამბავი”–ელისო კილაძე
შემდეგი სტატიაავლაბრის რეზიდენციაში ლუკაშენკოს დახვედრის ოფიციალური ცერემონიისთვის ემზადებიან