დავით საყვარელიძის გუნდის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

დავით საყვარელიძის გუნდის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

დავით საყვარელიძე უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელად აირჩიესუკრაინის გენერალურმა პროკურატურამ იმ გამომძიებლებსა და პროკურორებზე აღძრა სისხლის სამართლის საქმე, რომელიც გენერალური პროკურორის მოადგილის დავით საყვარელიძის და ვიტალი კასიოს დაქვემდებარებაში არიან.
“სასამართლო გამოძიებამდე არსებულ ერთიან რეესტრში დღეს იმ გამომძიებლებსა და პროკურორებზე დაიწყო საქმის წარმოება, რომლებიც საყვარელიძეს და კასკოს დაქვემდებარებაში არიან. ეს ის გამომძიებლები არიან, რომლებმაც ჩხრეკა ჩაატარეს და დოლარები და ბრილიანტები იპოვეს პროკურორის პირველ მოადგილესთან” – განაცხადა დეპუტატმა ლეშენკომ.
მისი ინფორმაციით საქმე სისხლის სამართლის 366 მუხლით არის აღძრული.

“საყვარელიძე-კასიოს გუნდი გუზირის ხალხის წინააღმდეგ არიან მიმართულები. არსებობს ინფორმაცია, რომ გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელობა პირადად წავიდა ჩხრეკის სანქციის ასაღებად. ჩემი ინფორმაციით პრეზიდენტი პოროშენკო სრულყოფილად საქმის კურსშია მომხდართან დაკავშირებით. ახლა მის რეაქციაზეა დამოკიდებული ვინ გაიმარჯვებს – რეტროგრადები თუ რეფორმატორები, კორუფციონერები თუ კორუფციასთან მებრძოლები” – წერს ლეშენკო.

შეგახსენებთ, რომ საუბარია რამდენიმე დღის წინ კიევში ჩატარებულ ხმაურიან ოპერაციაზე, რომლის დროსაც მარალჩინოსნების კაბინეტიდან ათობით ათასი დოლარი და 65 ბრილიანტი იქნა ამოღებული.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ალასანია ფრანგ ხალხს ეროვნულ დღესასწაულს ულოცავს
შემდეგი სტატია“4 დაღუპულია, 7-8 – დაშავებული” – თბილისის მერი, დავით ნარმანია