დავით საყავრელიძის წინააღმდეგ საქმის აღძვრას უარყოფს უკრაინის გენერალური პროკურატურა

უკრაინის გენერალური პროკურატურა კიევის მხარის გენერალური პროკურორის მოადგილის დავით საყვარელიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას უარყოფს. ინფორმაცია ამის შესახებ უკრაინული გამოცემა lb.ua ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, განცხადება საყვარელიძის საქმესთან დაკავშირებით უკრაინის გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელმა ვლადიმირ გუზირმა განაცხადა.

“არანაირი სისხლის სამართლის საქმე აღძრული არ ყოფილა და არ არის. ეს არასწორი ინფორმაციაა“, – განაცხადა გუზირმა და აღნიშნა, რომ არანაირი კონფლიქტი დავით საყავრელიძესთან მას არც ჰქონია და არც აქვს.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გუზირმა დავით საყავრელიძის წინააღმდეგ საქმე აღძრა უკრაინის მედიაში გავრცელდა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: დამკვიდრებული აზრი, რომ საქართველო არის ღარიბი ქვეყანა, ჩვენ არ გვაქვს ბუნებრივი რესურსები და ა.შ. არის მცდარი
შემდეგი სტატიანოდარ ხადური: სიმართლე გითხრათ, არ მესმის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის, რომელიც მთავრობას გადასახადების გაზრდას ურჩევს