დავით საგანელიძე: ჩვენ დავარწმუნეთ მსოფლიო, რომ საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ღირს ინვესტიციის ჩადება

აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობენ როგორც მინისტრთა კაბინეტის წევრები, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები.

როგორც ცნობილია, ღონისძიების თანაორგანიზატორს ჩინური მხარე წარმოადგენს. ფორუმზე აქტიურად განიხილება სწორედ ის პროექტები, სადაც მომავალში სავარაუდოდ თანამონაწილეობას მიიღებს ჩინური მხარე.

საუბარია რკინიგზაში დაგეგმილ ინვესტიციებზე, ასევე ანაკლიის პორტზე, რომელთა დაკავშირებითაც საბოლოო გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობა უახლოეს პერიოდში გამოაცხადებს.

“ჩვენ დავარწმუნეთ მსოფლიო, რომ საქართველო არის ის ქვეყანა, სადაც ღირს ინვესტიციის ჩადება და რომ საქართველო უნდა იყოს ის საკვანძო ქვეყანა, საიდანაც აღმოსავლეთსა და ევროპას შორის უნდა არსებობდეს გზის გასაყარი,” – აცხადებს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე.

კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას პრეზიდენტის თემურ ჭყონიას თქმით, ჩინეთი ის ქვეყანაა, რომელიც დაინტერესებული უნდა იყოს საქართველოსი ინვესტიციის განხორციელებაში.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ქუმსიშვილი: ძალიან მნიშვნელოვან ინვესტიციებს ველოდებით ყველა მიმართულებით
შემდეგი სტატიასახალხო დამცველი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიებას მიესალმება