დავით საგანელიძე: საპარლამენტო სიის შედგენის დროს იყო თავიდან ბევრი ხარვეზი დაშვებული

უმრავლესობის ლიდერის, დავით საგანელიძის შეფასებით, თავის დროზე კოალიცია “ქართული ოცნების” საპარლამენტო სიის შედგენისას ხარვეზები იქნა დაშვებული.
როგორც საგანელიძემ კოალიციის პოლიტსაბჭოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული თუნდაც იმაში ჩანს, რომ ადამიანთა ნაწილი, ვინც პარლამენტში “ოცნების” პრინციპებით შევიდნენ, დღეს კოალიციის პირველი მოწინააღმდეგეები არიან.
“აჭარის უმაღლეს საბჭოში განვითარებული მოვლენების მიზეზი არის ის, რომ გარკვეული პირები შერჩეულნი და რეკომენდირებულნი იყვნენ იმ პოლიტიკოსების მიერ, რომლებიც დღეს აღარ არიან პარლამენტის უმრავლესობაში. შესაბამისად, ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, რომ თავიანთი პირადი ურთიერთობები, გავლენები, პირადი დამოკიდებულება გადაიტანონ საბჭოს მუშაობაში. ბევრი ცდილობს, რომ იქ მართოს პროცესები, თუმცა კონკრეტულ სახელებს და გვარებს არ დავასახელებ. საპარლამენტო სიის შედგენის დროს იყო თავიდან ბევრი ხარვეზი დაშვებული, რაც გამოჩნდა კიდეც. ის ადამიანები, ვინც “ოცნების” პრინციპით შევიდნენ პარლამენტში დღეს “ოცნების” პირველი მოწინააღმდეგეები არიან. შესაბამისად, ამან არა მარტო პარლამენტში, არამედ რეგიონებშიც ჰპოვა ასახვა”, – აღნიშნა დავით საგანელიძემ.

banner
წინა სტატიაშივიქტორ იანუკოვიჩი – როგორც კი შესაძლებლობა მექნება, კიევში დავბრუნდები
შემდეგი სტატიავიქტორ დოლიძემ, შესაძლოა, კომიტეტის თავმჯდომარეობა დატოვოს