დავით საგანელიძე: ოდესის მოსახლეობას ვუთანაგრძნობ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნის გამო უკრაინელებს “უთანაგრძნობს”.
“ჩემთვის ძალიან ახლობელ და ძვირფას უკრაინელ ხალხს, განსაკუთრებით ოდესის მოსახლეობას ვუთანაგრძნობ. ეს არის უკრაინის ხელისუფლების ძალიან სერიოზული შეცდომა, თუმცა ეს არის მათი გადასაწყვეტი და მე მათ საქმეში არ ვერევი. ღმერთმა ქნას, მიხეილ სააკაშვილი იდეოლოგიურად შეცვლილი იყოს და სხვა ადამიანთან გვქონდეს საქმე, მაგრამ მისი სახელის და გვარის პიროვნებაში მე ეს წარმოუდგენლად მეჩვენება”, – განუცხადა საგანელიძემ ჟურნალისტებს შესაბამის საკითხზე კომენტირებისას.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დარწმუნებულია, რომ წლების მერე უკრაინელი ხალხიც დაინახავს, ვინ არის სააკაშვილი სინამდვილეში.
“როცა 2003 წელს სააკაშვილი პარლამენტის სხდომათა დარბაზში შემოვარდა, მე მივაყი ამის წინააღმდეგი. მაშინ ბევრი მაკრიტიკებდა, მის გვერდით როგორ არ დგახარო, მაგრამ მე ვამბობდი, რომ ეს არანორმალური ადამიანი ქვეყანას სიკეთეს არ მოუტანდა. ალბათ, გავა წლები და ამაში უკრაინელი ხალხიც დარწმუნდება, როგორც ეს ქართველი ხალხის შემთხვევაში მოხდა”, – განმარტა საგანელიძემ.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი ოდესაში ხალხს ხვდება (+ფოტო)
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად ოფიციალურად დაინიშნა