დავით საგანელიძე: ახალი სამთავრობო პროგრამა არამგონია განსხვავებული იყოს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე მიიჩნევს, რომ ახალი სამთავრობო პროგრამა სავარაუდოდ, ძველისგან განსხვავებული არ იქნება.
როგორც საგანელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ეკონომიკაში არსებული ბუნებრივი პრობლემების გამო, საინტერესო იქნება მთავრობის ხედვის მოსმენა.
,,ახალი სამთავრობო პროგრამა არამგონია განსხვავებული იყოს იმ პროგრამისგან რომელიც ჩევნ მოვისმინეთ და მხარი დავუჭირეთ. ეს უნდა იყოს პროგრამა, რომელიც ამ პერიოდისთვის იქნება სახეცვლილებით წარმოდგენილი. უნდა იყოს განმარტებული, რა გაკეთდა ამ დროისთვის და რა პროცესებია იმ მიმართულებით რაზეც გვქონდა ჩვენ მაშინ საუბარი, როდესაც მთავრობას ვამტკიცებდით. წარმოდგენილი უნდა იყოს კიდევ ახალი და ახალი მიზნები, მითუმეტეს, რომ ეკონომიკაში არსებობს დღეს ბუნებრივი პრობლემები, რომელიც საჭიროებს მნიშვნელოვან ცვლილებებს და სწრაფ გადაწყვეტილებებს. გვაქვს დიდი სურვილი, რომ მოვისმინოთ ამ მიმართულებით მთავრობის ხედვა”, – განაცხადა დავით საგანელიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

banner
წინა სტატიაშიაკაკი მინაშვილი: ღარიბაშვილის იგივე გუნდით წარმოდგენა საქართველოს მოქალაქეების დაცინვაა
შემდეგი სტატია,,ღამის მგლები,, ევროპაში შეიპარნენ