დავით საგანელიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა

დავით საგანელიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა. შესაბამისი გადაწყვეტილება პარლამენტმა კენჭისყრით მიიღო. პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა საგანელიძეს სამი წლის განმავლობაში პარლამენტში გაწეული საქმიანობის გამო მადლობა გადაუხადა და ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა.
საპარლამენტო უმრავლესობის უკვე ყოფილი ლიდერი დავით საგანელიძე საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა, რაც პარლამენტის წევრობასთან შეუთავსებელი თანამდებობაა და დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას იწვევს.

banner
წინა სტატიაშიდედაქალაქის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
შემდეგი სტატიაკადიროვი 10 000 ჩეჩენთან ერთად სირიაში წასასვლელად მზად არის