დავით ნარმანია – ჯერ უცნობია, რამდენი ქალაქის მერი ეწვევა თბილისს ოლიმპიურ ფესტივალზე

თბილისის ისტორიული ნაწილის ურბანული განვითარები

უცნობია, რამდენი ქალაქის მერი ეწვევა თბილისს ოლიმპიური ფესტივალის გახსნისას. როგორც თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, ჯერჯერობით დადასტურებული ინფორმაცია ყველასგან მიღებული არ არის.
“ნამდვილად ვიცით, რომ ჩამოვა გიორის მერი, სადაც მომდევნო, 2017 წლის ანალოგიური ოლიმპიადა ჩატარდება. მე მას ოლიმპიადის დასრულების შემდეგ, შესაბამისი წესების მიხედვით დროშას გადავცემ. სხვებისგან ველოდებით დადასტურებას. საკმაოდ წარმომადგენლობით დელეგაციებს ველოდებით”, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.
რაც შეეხება მოსკოვის მერთან დაკავშირებულ შეკითხვას, ნარმანიას თქმით, ამის შესახებ მერიამ ოფიციალური განცხადება უკვე გაავრცელა.
ევროპის მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისში 26 ივლისიდან პირველი აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. ფესტივალის განმავლობაში საქართველოს დედაქალაქს 50 ქვეყნის 4000-მდე მონაწილე ეწვევა.

banner
წინა სტატიაშიპროკურორი – დასადგენია პირები, ვისგანაც კახა მამულაშვილმა ნარკოტიკი შეიძინა
შემდეგი სტატიასისხლიანი ტერაქტი თურქეთში… აფეთქება და შემდგომი მოვლენების ვიდეო!!!